უკრაინული მედია – რუსულ გემზე „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტით თავდასხმა განხორციელდა
რუსულ გემზე უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნით“ თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჟურნალისტ სერგეი ვისოცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემმა წყაროებმა ახლახანს დამიდასტურეს. ჩვენმა „ნეპტუნმა“ ღამით კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა“, – წერს ჟურნალისტი „ფეისბუქზე“.
რუსების მიერ კიდევ ერთი გემის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის მონაცემებშიც.
ვისოცკის წყაროების მიხედვით, საუბარია გემ „ელბრუისის“, ან „ვსევოლოდ ბობროვის“ განადგურებაზე, რადგან რუსეთს ასეთი ტიპის გემი მხოლოდ ორი ჰყავს.