„იუნისეფი“ – აპრილში, უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა, რეალური მაჩვენებლები შესაძლოა უფრო მაღალი იყოს

„იუნისეფმა“ დაადასტურა, რომ აპრილში, უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა, თუმცა რეალური მაჩვენებლები შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„მხოლოდ გასულ თვეში გაერომ გადაამოწმა, რომ თითქმის 100 ბავშვი დაიღუპა და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფაქტობრივი მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“, – აღნიშნა „იუნისეფის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ომარ აბდიმ.

მისივე თქმით, უკრაინაში თავდასხმა მიმდინარეობს განათლებაზეც და „სკოლები კვლავ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის“.

„გასული კვირის მდგომარეობით, აღმოსავლეთ უკრაინაში „იუნისეფის“ მხარდაჭერილი 89 სკოლიდან მინიმუმ 15 – ყოველი მეექვსედან ერთი, ომის დაწყების შემდეგ დაზიანდა ან განადგურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები