უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილების ევაკუაციაზე რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ რუსი ტყვეების სანაცვლოდ, მარიუპოლის ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე „ძალიან რთული მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„გასაგებად რომ ვთქვათ: ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ (საწოლს მიჯაჭვულ) მებრძოლზე, ეტაპობრივად ვმუშაობთ. გავცვლით 38-ს, შემდეგ კვლავ გავაგრძელებთ. ამჟამად, 500 ან 600 ადამიანის გაცვლაზე საუბარი არ არის, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერის თხოვნაა, რომ ამ პროცესის შესახებ სპეკულირება შეწყვიტონ.

„გთხოვთ, ეს ეხება ადამიანების სიცოცხლეს. თავი შეიკავეთ საჯარო კომენტარებისგან იმის შესახებ, რაც არ იცით“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები