მიხეილ სარჯველაძე – ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებაზე: ყველა, ვინც საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს, მტრულად განწყობილია ჩვენი ქვეყნის მიმართ

ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, მტრულად განწყობილია ქვეყნის მიმართ, ნებსით თუ უნებლიედ, ეს საქართველოს მტრობაა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას.

სარჯველაძის თქმით, ომში ჩართვა საქართველოს ინტერესში არ არის.

“რომელ ნაციონალობასაც  უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ინტერესების მტრობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რუსმა პოლიტოლოგმა, ანდრეი პიონტკოვსკიმ ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა: “ჩემთვის ცნობილია ერმაკ-მაკფოლის ჯგუფზე, რომელიც სანქციებზე მუშაობს, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ერმაკს, ამაზე წერდნენ არესტოვიჩიც და არახამიაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები