იგეგმება თუ არა “საქართველოსთან დიალოგი ახალ ფორმატში” – ალან გაგლოევის კომენტარი
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეული ალან გაგლოევი ამბობს, რომ “საქართველოსთან ურთიერთობისთვის ჟენევის ფორმატი არსებობს” და ამ ეტაპზე სხვა ფორმატის შექმნა არ იგეგმება.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.
კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი “საქართველოსთან რაიმე ფორმატში დიალოგის გამართვა?”, გაგლოევი ამბობს, “ამ ეტაპზე ყველამ ვიცით, რომ არსებობს ჟენევის დისკუსიები, არსებობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები. მხოლოდ ეს ჩარჩოები გვაქვს. ამ ეტაპზე, რაიმე პროექტზე საუბარი ნაადრევია, თუ არ ვიტყვით, რომ შეუძლებელია. საქართველოს მხრიდან უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რის შემდეგაც შეიძლება სხვადასხვა საკითხის განხილვა”.