რუსი ოკუპანტების მიერ საევაკუაციო კოლონების დაბომბვის გამო, უკრაინაში 33 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის ორგანიზაციული, ანალიტიკური მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლექსი სერგეევმა განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა პოლიციამ მუშაობა უკვე განაახლა კიევის, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე.
“ევაკუაციის დროს მოხდა ოკუპანტის მიერ საევაკუაციო კოლონებისთვის ცეცხლის გახსნა და დაბომბვა. ამ ხნის განმავლობაში უკვე აღძრულია 74 სისხლის სამართლის საქმე. სამოქალაქო კოლონების 45 დაბომბვის შედეგად დაიღუპა 33 მოქალაქე, მათგან – ხუთი ბავშვი”, – განაცხადა სერგეევმა.