რომან გოცირიძე: საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია
“ეს არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა იქნეს გადაყვანილი.
“ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდეგ იგი გადაყვანილ იქნეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას”, – აცხადებს გოცირიძე.