კახა კალაძე: ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო – მან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში
თბილისის მერი, კახა კალაძე ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ვწუხვარ მსოფლიოში ცნობილი ქართველი მუსიკოსის, უდიდესი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო. მან დიდი კვალი დატოვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში, როგორც შემსრულებელმა და როგორც პედაგოგმა. ვიზიარებ ლექსო თორაძის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების, მთელი საქართველოს მწუხარებას!”, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.