„ნაციონალური მოძრაობა“ მერიიდან გათავისუფლებულ პირებს იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს

  თბილისის ახალ მერს დავით ნარმანიას უფლებამოსილების ლეგიტიმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიულოცეს. ირმა ნადირაშვილი იმედოვნებს, რომ ახალი მერი ნოპოტიზმით არ იხელმძღვანელებს და მერიაში მომუშავე პროფესიონალებს სამსახურიდან არ გაათავისუფლებს. ნადირაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებულ პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.
„მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ემუქრება სამსახურის დაკარგვა, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უფრო მეტად პროფესიონალები, ვიდრე ღარიბაშვილის, ნარმანიას, კალაძის ნათესავები. თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ამ თანამდებობებზე. ყველას მივმართავ, ნუ დაწერთ განცხადებებს, თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ თქვენი პროფესიონალიზმის დასაცავად, თქვენი სამუშაო ადგილების დასაცავად და მოვუწოდებ თბილისის მერს, ნუ გაავსებს მერიას თავისი ნათესავებით და „ქართული ოცნების“ აქტივისტებით. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ ამ პროცესს თვალს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები