ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დაასახელა
დავით ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები დაასახელა. ახალმა მერმა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჩახავა წარადგინა.
რაც შეეხება საქალაქო სამსახურებს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დასახელებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ყოფილი უფროსი ბიძინა გიორგობიანი, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსად – ირაკლი ბერეკაშვილი, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად – გეგი ნიჟარაძე, იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსად – გურანდა რომანაძე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად – ავთანდილ სუდაძე, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად – ლევან თევზაია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად – გელა ჩივიაშვილი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსად – პაატა ჯაჭვლიანი, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსად – დავით მორალიშვილი და უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსად – ვალერი პაპიაშვილი.
ამასთან, დავით ნარმანიამ ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები დაასახელა, რომელიც მისი თქმით თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედის, მაგრამ ორივე მათგანი საკვანძო სტრუქტურას წარმოადგენს. ახალმა მერმა არქიტექტურის სამსახურის უფროსად ნინო ღოღობერიძე, ქონების მართვის სამსახურის უფროსად კი გიორგი გაგოშიძეს წარადგინა.