14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ
14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი. • მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10 • დრო: 13:00 – 22:00 ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც იქნება ნინო დარასელი.
შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ. შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება: * დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში – წლის საუკეთესო დებიუტი. *რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.
*მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია. შეხვედრა გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში. შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club R