კობახიძე – სააკაშვილზე: ყველამ წინასწარ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება
ყველამ წინასწარ ხომ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ, – ამის შესახებ
“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პატიმრის სამედიცინო მომსახურებაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაა პასუხისმგებელი და ყველა უწყება შესაბამისად მოქმედებს.
“ყველაფერი ძალიან კომიკურ სახეს იძენს უკვე, ყველამ წინასწარ ხომ ვიცოდით, როდესაც ის ჩაჯდა თავისი ფეხით ციხეში, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა სიმულაციები, თვითდაზიანების იმიტირება თუ რეალური თვითდაზიანება და ა.შ ძალიან მარტივად ეს სცენარი ვითარდება, თვითდაზიანებაზე თვითონაა პატიმარი პასუხისმგებელი, რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ისინი არიან პასუხისმგებელი შესაბამის მომსახურებაზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაზე. ბუნებრივია, ყველა უწყება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობით”, – განაცხადა კობახიძემ.