ტურისტების რაოდენობით, ფაქტობრივად აღვადგინეთ კი არა, გადავუსწარით კიდეც 2019 წლის მაჩვენებელს – სასტუმრო “ადამო”

ტურისტების რაოდენობით 2019 წელი ჩვენ ფაქტობრივად აღვადგინეთ კი არა, გადავუსწარით კიდეც, – აცხადებს თბილისში მდებარე სასტუმრო „ადამოს“ მენეჯერი მაია მახათაძე.

სასტუმრო სექტორი მიმდინარე ჯავშნებით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ მაისის შემდეგ ჯავშნების რაოდენობა კიდევ უფრო მზარდი იქნება, მით უმეტეს, რომ კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ იზრდება კორპორატიული ჯავშნები.“მაისი ტურისტული სექტორისთვის ერთგვარი გარდამავალი თვეა. მაისიდან გადავდივართ უფრო დატვირთულ სეზონზე. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მიუხედა არსებული გარემო ფაქტორებისა საკმაოდ დატვირთული პერიოდი გვაქვს. ეს ჩვენთვის ორმაგად სასიამოვნოა, რადგანაც პანდემიის გამო ტურიზმს საკმაოდ დიდი ჩავარდნა ჰქონდა. ამ დროისათვის ჯავშნები საკმაოდ აქტიურია. ჯავშნები შემოდის როგორც ონლაინ პლატფორმებიდან, ასევე პირდაპირი კომუნიკაციები სასტუმროსთან. განსაკუთრებით გააქტიურდა კორპორატიული ჯავშნები, რაც დაგეგმილ ჯავშნებს ნიშნავს და რაც საკმაოდ გვახარებს, ვიდრე ბოლო წუთებში გადაწყვეტილი მოგზაურობა.ივნისის თვე ნაწილობრივ უკვე დატვირთული გვაქვს. ჯავშნები არის შერეული. ჩვენს მაგალითზე არის ევროპული ჯავშნები, თუმცა უფრო აქტიურია გალფის ქვეყნები. ირანიც საკმაოდ აქტიურია წელს, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან 3-4 წლიანი წყვეტა გვქონდა. აქტიურობენ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. მინდა გითხრათ, რომ 2019 წელი ჩვენ ფაქტობრივად აღვადგინეთ კი არა, გადავუსწარით კიდეც”, – აცხადებს სასტუმრო “ადამოს” მენეჯერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები