ბექა ოდიშარია: ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ფულის გამო ქვეყანას საფრთხე შეუქმნას, უნამუსოა

“ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, ფულის გამო ქვეყანას საფრთხე შეუქმნას, უნამუსო ადამიანია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ შვეიცარიული ბანკის მიერ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვის შეფერხებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილის მიმართ სენსიტივები უამრავ ადამიანს აქვს.

“ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ფულის გამო საფრთხე შეუქმნას ქვეყანას, ის არის უნამუსო ადამიანი. რას ნიშნავს “ქართული ოცნება” რატომ იცავს? დამფუძნებელია ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ პარტიული ვერტიკალი იყო, ამ ადამიანის მიმართ სენსიტივები აქვს უამრავ ადამიანს, არა მხოლოდ პარლამენტსა და პარტიაში, მხარდამჭერებშიც. დაცვის და გამოსარჩლების ნურაფერი გაგიკვირდებათ”, – აღნიშნა ოდიშარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები