გიგა ბოკერია – მეუფე შიოზე: პუტინის წარმომადგენელს რა ჰქვია – შიო
ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ ეთერში გიგა ბოკერიამ მეუფე შიოს “პუტინის წარმომადგენელი” უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი შეცდომაა, როდესაც სააკაშვილის ოჯახი და პოლიტიკური გუნდი მეუფე შიოს სთხოვს სააკაშვილის განთავისუფლებას. ეს იგივეა, რომ პუტინს ვთხოვოთ თავისი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
,,ამ პოლიტიკურ გუნდში ეს იყო დისკუსიის ნაწილი. ოჯახიდანაც შეცდომაა, თუ იძახი, რომ ეს არის პუტინის პატიმარი. სხვათა შორის, მე ამ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და მისი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ, მით უმეტეს, თუ ამ ტერმინოლოგიას ხმარობ, ხო, მის წარმომადგენელს რა ჰქვია – შიო. მათ წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ? ეს ხომ აზრის მოკლებულია – იგივეა, პუტინს ვთხოვოთ, რომ “გამოუშვი შენი პატიმარი,’’ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.