უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები მარიუპოლში დაღუპულთა რეალური რაოდენობის დამალვას ცდილობენ

მარიუპოლის მცხოვრებლები უარს ამბობენ რუსი სამხედროების მიერ დანგრეული დრამატული თეატრის ნანგრევებისგან გაწმენდაში მონაწილეობაზე, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსი ოკუპანტები მარიუპოლში გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის დამალვას ცდილობენ.

„რუსი ოკუპანტები განაგრძობდნენ დრამატული თეატრის ნანგრევებისგან გაწმენდას. გაწმენდის სამუშაოებში ჩაერთვნენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ დაღუპულთა ნამდვილ რაოდენობას. რუსეთი ძალიან სწრაფად მალავს საკუთარი დანაშაულის კვალს“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები