ზელენსკი: რუსეთი „აზოვსტალიდან“ სამხედროების გადარჩენის არც ერთ შეთავაზებას არ ეთანხმება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად არც ერთ შეთავაზებას არ ეთანხმება.

როგორც ზელნსკიმ მალტის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მარიუპოლის მცველები „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ.

„მარიუპოლში რჩებიან ქალაქის მცველები. ისინი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არც ერთს თანხმდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ პარტნიორებს სთხოვა საჭირო იარაღი მარიუპოლის დებლოკირებისთვის და ყველა ადამიანის, როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების გადასარჩენად.

„მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ის იარაღი და ზუსტად ის მოცულობა, რაც საჭიროა მარიუპოლის დებლოკირებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები