“გერმანია ევროკავშირში უკრაინის სრულყოფილ წევრობას უჭერს მხარს” – ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ევროკავშირში უკრაინის სრულყოფილ წევრობას მხარს უჭერს.
ამის შესახებ მან კიევში უკრაინელ კოლეგასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩემთვის ნათელია, რომ უკრაინა, ცალსახად, ევროპის ნაწილია, ამიტომ, ძალიან კარგად მესმის უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე – სრულუფლებიან გაწევრიანებაზე. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ უკრაინის ევროკავშირში სრულ გაწევრიანებას. გვინდა, ევროკავშირში სიღრმისეული რეფორმა გავატაროთ, ამ აგრესიული ომის შემდეგ, ესეც შემეცნებითი იქნება. თუ კანდიდატის სტატუსზე ვისაუბრებთ, დარწმუნებული ვარ, რომ – როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა – ჩვენ ვიპოვით გზას ევროკავშირში უკრაინის მონაწილეობისთვის“, – თქვა გერმანელმა დიპლომატმა.
როგორც მან დასძინა, მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, უკვე ნათელია, რომ უკრაინა თავისუფალი იქნება და საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.
“ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ჩვენ ვიბრძვით თქვენთან ერთად”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge