დავით ქართველიშვილი – გიორგი ვაშაძეს: ვერ გადაამისამართებთ “პრეისტორიის” კატეგორიაში იმ მომავალ სახელმძღვანელოებს, რომელთა ფურცლებზე თქვენი თავებიც ამოიკითხეთ დღეს

დღეს დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფაქტობრივი მასალების “ტყვიამფრქვევი” დაუშინა ქართველობისა და ქართული მენტალობის გენოციდის არქიტექტორებს. ზოგ მათგანს ეს იმდენად მწარედ მოხვდა, რომ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განწირული ხმით არა მხოლოდ “ცეცხლის შეწყვეტა” სთხოვა გიორგი ცაგარეიშვილს, არამედ მისი, ჩვენი, ზოგადად, ქართველების მეხსიერებიდან ამ “პრეისტორიული მოგონებების” სამუდამოდ წაშლა, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი.

„დღეს დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფაქტობრივი მასალების “ტყვიამფრქვევი” დაუშინა ქართველობისა და ქართული მენტალობის გენოციდის არქიტექტორებს. ზოგ მათგანს ეს იმდენად მწარედ მოხვდა, რომ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ განწირული ხმითბარა მხოლოდ “ცეცხლის შეწყვეტა” სთხოვა George Tsagareishvili -ს, არამედ – მისი, ჩვენი, ზოგადად, ქართველების მეხსიერებიდან ამ “პრეისტორიული მოგონებების” სამუდამოდ წაშლა.
ეს მოგონებები არა თუ ვერ წაიშლება, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიის 30-წლიანი მონაკვეთის ასახვის სახით ჰპოვებს თავის ტრაგიკულ ადგილს იმ სასკოლო სახელმძღვანელოებში – რომელთა გამოცემა ტაბუდადებული თემა იყო წინა ხელისუფლების დროს და რის გამოც დღევანდელ ახალგაზრდობას გულწრფელად არ ესმის, რას ვერჩით “საწყალ მიშას” და რატომ “ვტანჯავთ” მას საპატიმროში.
ამ სახელმძღვანელოებში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ის სირცხვილი თუ სიქველე – რომლის ცოდნა და გაანალიზება საშუალებას მისცემს ახალგაზრდა თაობას, გაითვალისწინოს და მომავალში არ გაიმეოროს დაშვებული შეცდომები. ასევე, სახელებით და გვარებით რომ იცნობდნენ სამშობლოს მოღალატეებს, თავისი სამარცხვინო დანაშაულით და სამშობლოს გმირებს – ვინც შეეწირა ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს არა მხოლოდ გარე, არამედ – შიდა მტრების მხრიდან. ამიტომ – ვერ გადაამისამართებთ “პრეისტორიის” კატეგორიაში იმ მომავალ სახელმძღვანელოებს, რომელთა ფურცლებზე თქვენი თავებიც ამოიკითხეთ დღეს…“, – წერს ქართველიშვი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები