ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომ საქართველო-თურქეთის დიპლომატიურ ურთიერთობებთან და მეგობრობასთან დაკავშირებით, ერთობლივი ძალებით მოხდეს დოკუმენტური ფილმის გადაღება.

„აღნიშნულ ფილმზე უახლოეს პერიოდში დაიწერება პროექტი. ასევე, განვიხილეთ საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, ცნობილი მუსიკოსის, ნარგილე მამედოვას ჩართვის შესაძლებლობა. ღონისძიება ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში გაიმართება,” – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები