ჯანმო: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა მოხდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის დაწესებულებებზე 200 თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა მოუწოდა რუსეთს, “შეაჩეროს ეს ომი”.

“არსებობს ერთი წამალი, რომლის მიწოდებაც ჯანმო-ს არ შეუძლია და რომელიც უკრაინას სხვაზე მეტად სჭირდება, ეს არის მშვიდობა.
ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის ფედერაციისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს ეს ომი. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისთვის არის ის, რომ ჯანმო თქვენ გვერდით დგას”, – თქვა გებრეისუსმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები