ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის კითხვარზე ძალიან დეტალური პასუხებია გაცემული

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის კითხვარზე ძალიან დეტალური პასუხებია გაცემული.

მისივე თქმით, ევროკავშირის კითხვარზე ყველა პასუხი ფაქტების კონსტატაციაა.

„ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს. ყველა პასუხი რეალურად ფაქტის კონსტატაციაა. მაგალითად, როცა საქმე ეხება დემოკრატიულ მმართველობას, როგორ არის კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს საკითხები, პრაქტიკაში რა ხდება, ეს ყველაფერი არის სათანადოდ წარმოდგენილი ამ პასუხებში. შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ეს არის ფაქტების კონსტატაცია და, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დეტალურია პასუხები. მთლიანად, 6 000 გვერდამდეა, რამდენიმე დღეში მომზადდა ეს ყველაფერი, დიდი სამუშაო ჩატარდა ხარისხიანად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა და პასუხებს ევროკომისიას დღეს დაუბრუნებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები