საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
10 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა „საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსი“.
„კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია; საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის რეალიზებისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება კულტურისა და განათლების სფეროში.
„კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 30 000 ლარს და მისი მიზანია საგუნდო სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია; საქართველოში საგუნდო კოლექტივების პოტენციალის რეალიზებისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; საგუნდო ხელოვნების როლის გააქტიურება კულტურისა და განათლების სფეროში.
იდენტური კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა. მისი ბიუჯეტი იყო 20 000 ლარი. დაფინანსდა პროექტი, რომელმაც მოიცვა 13 ლოკაცია და 550 ბენეფიციარი. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა წინასწარი საკონკურსო მოსმენა ორ ტურად. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს გალა კონცერტში, სადაც განაწილდა საპრიზო ადგილები და გრან-პრი. ასევე, პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ლექცია–სემინარები, მასტერ–კლასები და ღია გაკვეთილები მონაწილე გუნდებისა და ქორმაისტერებისთვის.
წელს, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 599 02 01 98 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/pG68fzy