დავით სერგეენკო – სააკაშვილის მონახულებაზე: პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი
“ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს, სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქნება გვარად, ჯანმრთელობისადმი გულგრილი ვარ”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში მონახულებას ეხებოდა.
სერგეენკოს თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ.
“რაც შეეხება ჩემს შესვლას, მე ჩავთვალე, რომ ეს პოლიტიკური ტემპერატურის გაზრდას გამოიწვევდა და ამიტომ შევიკავე თავი, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანს, სააკაშვილი იქნება თუ ვინმე სხვა იქნება გვარად, ჯანმრთელობისადმი გულგრილი ვარ, არავითარ შემთხვევაში. ერთად დასხდნენ, შეჯერდნენ არგუმენტებში, შეჯამებული, რაიმე კონსენსუსს გადაწყვეტილება მიიღონ და მე გიდასტურებთ, რომ არანაირი წითელი ხაზი აქ არ არსებობს, რომ მიიღოს ის რაც სჭირდება. იქნებ და არ სჭირდება ამ ადამიანს საზღვარგარეთ მკურნალობა, მოდი ექიმებმა გადაწყვიტონ ეს ყველაფერი”, – აცხადებს დავით სერგეენკო.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძეს და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, მოუწოდა, მასთან ციხეში შესულიყვნენ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეეფასებინათ.