სახელოვნებო სასწავლებლების წიგნადი ფონდის განახლების მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 10 მაისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სახელოვნებო საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)“.
„კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია სახელოვნებო განათლების განვითარების მხარდაჭერა; სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის გამოცემისა და თარგმნის ხელშეწყობა; სახელოვნებო სასწავლებლების, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობა.
პროექტი უნდა მოიცავდეს ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს:
ა) სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის ბეჭდვა/გამოცემა;
ბ) სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის თარგმნა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 02 01 98 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა“. – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/MG68plL

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები