დავით ნარმანია თბილისის მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

   თბილისის ახლად არჩეულ მერს დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. დავით ნარმანია მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდა და უფლებასმოსილების განხორციელებას შეუდგა. ახლადარჩეულმა მერმა სამუშაო კაბინეტში უკვე მიიტანა რამდენიმე პირადი ნივთი, მათ შორის – წიგნები თბილისის შესახებ.
“დარწმუნებული ვარ, რომ აქტიურად ვიმუშავებთ და ნდობა, რაც ამომრჩევლისგან გვაქვს, გავამართლებთ. ჩვენ 24-საათიან სამუშაო რეჟიმში ვიქნებით მომდევნო კვირიდან, მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულო დაამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას. ძალიან საინტერესო გუნდია; წესიერი, მიზანმიმართული, გამოცდილი და მშრომელი ადამიანები არიან. ისინი დღე და ღამე იქნებიან ჩემთან, რათა თბილისი უფრო მოწესრიგებული მიმზიდველი და კომფორტული ქალაქი გავხადოთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მთავრობის შემადგენლობას ნარმანია 14:00 საათზე დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები