რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სამი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპანტებმა ოდესის მიმართულებით „კინჟალის“ ტიპის სამი რაკეტა გაუშვეს.
„ოდესის რეგიონში მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. „კინჟალის“ ტიპის სამი რაკეტა გასროლილი იქნა სტრატეგიული ტუ-22-ის თვითმფრინავიდან. განადგურდა 5 შენობა“, – აცხადებენ შეიარაღებულ ძალებში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.