ირაკლი ღარიბაშვილი – ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის.

„პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კარლ ჰარცელს, დღევანდელ დღისთვის, მოწვევისთვის. მე სიამოვნებით ვუერთდები დღევანდელ დღეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს. ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ 77 წელია აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც რა თქმა უნდა გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები