“თალიბანმა” ავღანელ ქალებს საჯარო სივრცეში სახის დაფარვა უბრძანა

“თალიბანმა” ახალი განკარგულება გამოსცა, რომელიც ავღანელ ქალებს საჯარო სივრცეში დაუფარავი სახით გამოჩენას უკრძალავს.

ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში გასული წლის აგვისტოში მოვიდა, ქალების შევიწროებას განაგრძობს.

„ყველა ღირსეულმა ავღანელმა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს. საუკეთესო ჰიჯაბი ჩადრია (ბურკა, რომელიც თავიდან ფეხებამდე სხეულს ფარავს) – ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია და პატივსაცემია“, – განაცხადა “თალიბანის” მაღალჩინოსანმა, შირ მოჰამადმა.

ავღანური TOLO News-ის ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ქალებს და მათი ოჯახის მამაკაც წევრებს პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები