მარია ზახაროვა ვარშავაში რუსეთის ელჩზე თავდასხმას ეხმაურება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ვარშავაში რუსეთის ელჩზე თავდასხმას ეხმაურება.

მისი თქმით, რუსეთის შეშინება შეუძლებელია.

”მეორე მსოფლიო ომის გმირების ძეგლების დანგრევა, საფლავების შეურაცხყოფა და ახლა ყველა ღირსეული ადამიანისთვის წმინდა დღეს გვირგვინით შემკობის ცერემონიის ჩაშლა ადასტურებს, რომ დასავლეთი ფაშიზმის რეინკარნაციის კურსს ატარებს, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ”, – თქვა ზახაროვამ.

ცნობისთვის, პოლონეთში რუსეთის ელჩს, ანატოლი ანტონოვს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს, როდესაც ის წითელი არმიის ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები