შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. ის უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

“მე ჩამოვედი ოდესაში, რათა ევროპის დღე აღვნიშნო. ქალაქში, სადაც პუშკინმა თქვა, რომ “შენ შეგიძლია, ევროპა იგრძნო” და სადაც დღეს უკრაინელი ხალხი იცავს ძეგლებს ტყვიებისა და რაკეტებისგან და თავიანთ თავისუფლებას რუსეთის აგრესიისგან. თქვენ მარტო არ ხართ. ევროკავშირი დგას თქვენ გვერდით”, – წერს მიშელი ”ტვიტერზე”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები