“რუსი სამხედროები სპეცოპერაციის დროს დონბასში ხალხისთვის, სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვიან” – პუტინი
“რუსი სამხედროები სპეცოპერაციის დროს დონბასში ხალხისთვის იბრძვიან, სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვიან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზე წითელ მოედანზე გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა, ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს – რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი ამაყობს გამარჯვებულთა დაუძლეველი, მამაცი თაობით.
„ჩვენი მოვალეობაა – შევინარჩუნოთ იმათი ხსოვნა, ვინც ნაციზმი გაანადგურა, ვინც გვიანდერძა, შევინარჩუნოთ სიფხიზლე და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გლობალური ომის საშინელება აღარ განმეორდეს“, – თქვა მან.