პესკოვი: მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა

მოსკოვში გამარჯვების აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, – ამის შესახებ РИА Новости-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

გამოცემის ცნობით, მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილის გაუქმება ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება.

”კითხვაზე, გაუქმდა თუ არა მოსკოვში აღლუმის საჰაერო ნაწილი, პესკოვმა დადებითად უპასუხა“, – წერს რია ნოვოსტი.

დღეს რუსეთში ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები