“რუსეთს დღეს არაფერი აქვს აღსანიშნავი”, – განაცხადა CNN-თან საუბარში გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა.
„აღსანიშნავი არაფერი აქვთ. ვერ დაამარცხეს უკრაინა. ვერ მოახერხეს მსოფლიოს და ნატო-ს გაყოფა. მათ მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი იზოლაცია შეძლეს და მსოფლიოში გარიყული სახელმწიფო გახდნენ“, – თქვა მან.
ამ წუთებში მოსკოვში, წითელ მოედანზე დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებული აღლუმი მიმდინარეობს.
ბოლო დღეებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ 9 მაისთან დაკავშირებით რუსეთის თავდასხმები შესაძლოა, გაძლიერდეს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ დღეს პუტინმა უკრაინასთან დაკავშირებით ახალი გეგმების შესახებ განცხადება გააკეთოს.