„აზოვმა“ პოლიტიკოსები ცინიზმში დაადანაშაულა და მოუწოდო მიიღონ მკვეთრი ზომები დაჭრილთა ევაკუაციისთვის

„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა (ცნობილი როგორც „კალინა“), განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაზე იერიშის მიტანა გრძელდება, ხოლო ევაკუაცია დასრულებული არ არის – ამიტომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ევაკუაცია და მეომრები გაიყვანოს. აღნიშნულის შესახებ სვიატოსლავ პალამარმა „აზოვსტალში“ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღესდღეობით „აზოსვსტალის“ ქარხანას აქტიურად ესვრიან. მხოლოდ ღამით ჩვენ 25 იერიში დავთვალეთ, მათ შორის იყო სამი სტრატეგიული ბომბდამშენიდან. მუშაობს არტილერია, ტანკები, მინამტყორცნები, სახმელეთო ძალები შტურმს ცდილობენ, გვიტევენ სნაიპერები და ა.შ.

უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ყველა გაყვანილია თუ არა ჩვენ არ ვიცით, ვინაიდან არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ან სახელისუფლებო სტრუქტურა, უკრაინელი პოლიტიკოსები არ ჩამოსულან.

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არ არის სპეცტექნიკა, რომ ნანგრევების გასუფთავება მოხდეს. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი ეს ხდება იმ განცხადებების ფონზე, რომ თითქოს „ჩვენ მოვახერხეთ“, „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“ და ა.შ.“, – განაცხადა პალამარმა.

პალამარმა აღნიშნა, რომ ორი დღის წინ ე.წ. სიჩუმის რეჟიმის დროს სამი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, ექვსი კი დაიჭრა.

„ასეთია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ფასი ქარხნის ტერიტორიიდან“, – განაცხადა მან.

„ძალიან მტკივნეულია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მოლაპარაკების დროს ისმოდა განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ რაღაც ჩვენი საქმეებით ვართ დაკავებულები და დროს ვწელავთ იმისთვის, რომ ყველა მოქალაქის გაყვანა მოხდეს. ეს ჩვენს მეთაურს უთხრეს, უკრაინის გმირს, დენის პროკოპენკოს. ეს ადამიანი გარნიზონს ხელმძღვანელობს, მარიუპოლის თავდაცვას ხელმძღვანელობს…

„ჩვენი საქმეები“ – ნიშნავს უკრაინელი ხალხის, მოქალაქეების დაცვას. ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსი უტაქტოა, მათ მხოლოდ ცინიზმი გააჩნიათ – ცინიზმი, იმის შესახებ რომ სამოქალაქო პირების ეს ევაკუაცია წარმატებულია.

ქარხნის ტერიტორიაზე ბევრი დაღუპულია, როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო პირი. მარიუპოლიდან ათობით ათასი ადამიანი არ არის ევაკუირებული“, – აღნიშნა პალამარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები