უკრაინაში 12 წლის ბიჭი ქუჩაში კასეტური ჭურვის საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად დაიღუპა

დნეპროპეტროვსკის რაიონში კასეტური ჭურვის საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ვალენტინ რეზნიჩენკო Telegram-ზე ავრცელებს.

„სინელნიკოვსკის რაიონში, 12 წლის ბიჭმა კასეტური ჭურვის საბრძოლო მასალა იპოვა და სახლში მიიტანა. ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა… ეს არის მეექვსე გარდაცვალება რეგიონში ასეთი საბრძოლო მასალის გამო… მოგიწოდებთ! გთხოვთ!  არ შეეხოთ მტრის თავდასხმის შემდეგ დარჩენილ ასაფეთქებელ ნივთიერებებს“,- წერს ვალენტინ რეზნიჩენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები