ბუნდესტაგის სპიკერი კიევში ჩავიდა
გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერი ბერბელ ბასი კიევში ჩავიდა. როგორც „ევროპული სიმართლე“ წერს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბუნდესტაგი “Twitter”-ის გვერდზე აქვეყნებს.
„ბებელ ბასი კიევში იმყოფება. დღეს, 8 მარტს, ის პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს და ასევე მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკურ მოლაპარაკებებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.