ბაიდენმა და ტრიუდომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე რეაგირების ნაბიჯებს კოორდინირება გაუწიეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო. საუბრის შედეგებს გამოცემა „ევროპული სიმართლე“ ავრცელებს.
„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ რუსეთის უკანონო შეჭრაზე უკრაინაში და ჩვენს მიმდინარე კოორდინირებულ პასუხზე. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს და პასუხისმგებლობა დავაკისროთ რუსეთის რეჟიმს. ხვალ ამაზე ვისაუბრებთ შვიდეულის სხვა ლიდერებთან“, – განაცხადა ჯასტინ ტრიუდომ.