დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს
დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ Reuters და The Guardian, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს თითქმის ორჯერ მეტია ბრიტანეთის წინა ხარჯებთან შედარებით უკრაინაში. ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, საგანგებო რეზერვიდან დამატებითი თანხები შემოვა. კერძოდ, პაკეტში შედის სარადარო სისტემები, GPS ჩამკეტის მოწყობილობა და ღამის ხედვის მოწყობილობები. აღნიშნულია, რომ ეს არის ბრიტანეთში სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი დონე ერაყისა და ავღანეთის ომის შემდეგ.
ჯონსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე არა მხოლოდ დიდ ნგრევას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მთელ ევროპაში. მიმდინარე თვის ბოლოს ჯონსონი შეხვდება თავდაცვის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ იარაღის წარმოების გაზრდა უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ.