ბელოგოროვკას სკოლაზე ავიათავდასხმის შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა

რუსეთის თავდასხმის შედეგად ბელაგოროვკის სკოლაზე, ლუგანსკის რაიონში წინასწარი ინფორმაციით 60 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

ნანგრევებიდან 30 ადამიანის ამოყვანა მოხდა, რომელთაგან 7 დაჭრილია.

„7 მაისს ბელაგოროვკაში რუსეთის მიერ მიტანილი ავიათავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი სკოლის შენობასა და კულტურის სახლში. ხანძრის ლიკვიდირება დაახლოებით 4 საათში მოხდა, შემდეგ განხორციელდა ნანგრევების გასუფთავება და სამწუხაროდ აღმოჩენილია სამი ადამიანის ცხედარი. დიდი ალბათობით ნანგრევების ქვეშ დარჩენილი 60 ადამიანი დაღუპულია“, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები