აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვის პირობებს დათანხმდა

საფეხბურთო კლუბმა „ჩელსიმ” დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, ტოდ ბოლის გუნდის გაყიდვის პირობებს დათანხმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თავად კლუბმა გაავრცელა.

საერთო ჯამში კლუბის აქციების შესასყიდად 2,5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი იქნება მიმართული, ეს თანხები გადარიცხული იქნება დიდ ბრიტანეთში არსებულ გაყინულ ანგარიშებზე საქველმოქმედო მიზნობრიობით. ხოლო დიდი ბრიტანეთის გაყინული ანგარიშებიდან თანხის გადასარიცხად საჭირო იქნება ქვეყნის ხელისუფლების ნებართვა.

ახალი მფლობელები კლუბის სასარგებლოდ დამატებით ინვესტიციების სახით 1,75 მილიარდ ფუნტ სტერლინგს განახორციელებენ. ეს მოიცავს ინვესტიციებს სტადიონზე, აკადემიაში, ქალთა ეროვნულ ნაკრებში, ასევე ჩელსის ფონდის შემდგომ დაფინანსებას.

გაყიდვა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დასრულდება, ყველა საჭირო მარეგულირებელი ნებართვის მიღების პირობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები