ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ინფორამცია დაადასტურა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტზე. ამის შესახებ ჯო ბაიდენის Twitter-ისა და თეთრის სახლის ვებგვერდიდან გახდა ცნობილი.
„დღეს შეერთებული შტატები აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას. ვაცხადებ უსაფრთხოების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინას დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებით და სხვა აღჭურვილობით“, – წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი იუწყება, რომ სამხედრო დახმარების წინა პაკეტის თანხა თითქმის ამოეწურა, ამიტომ ბაიდენმა გადაწყვიტა ახალი დახმარება.
„აშშ-ის მხარდაჭერა, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, გადამწყვეტი იყო უკრაინაში, კიევის რაიონებში ბრძოლაში გამარჯვებისთვის და პუტინის სამხედრო მიზნების უკრაინაში ჩაშლისთვის“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციაში ასევე აცხადებენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს „ომის შემდგომი ეტაპის“ მხარდაჭერა.