უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, „აზოვსტალიდან“ დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ცნობით, „აზოვსტალიდან“ დღეს 50 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

როგორც ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში წერს, ევაკუაციის პროცესი იყო ნელი, რადგან ოკუპანტების მხრიდან ბრძოლები და პროვოკაციები მიმდინარეობდა.

„იყო ბრძოლები და სხვა პროვოკაციები. მტერი მუდმივად არღვევდა ცეცხლის შეწყვეტას. ამიტომ, ევაკუაცია უკიდურესად ნელა მიმდინარეობდა. თუმცა, დღეს „აზოვსტალიდან“ 50 ქალის, ბავშვის და მოხუცის გამოყვანა მოვახერხეთ. საევაკუაციო ოპერაციას ხვალ დილით გავაგრძელებთ“, – წერს ვერეშჩუკი Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები