ზელენსკი: ფარისევლობაა, მარჯვენა ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მარცხენა ხელით რუსეთთან ახალი კონტრაქტების გაფორმება

თუ რუსეთისთვის ენერგომატარებლების საფასურის გადახდას გააგრძელებთ, მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაკვეთენ რუსული ჯარები ევროკავშირის საზღვრებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტისადმი (Chatham House) ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ ნაბიჯში, მათ შორის სანქციების პოლიტიკაში, ყველაზე მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და პატიოსნებაა.

„არ უნდა იყოთ ცოტა ბოროტი და ცოტა კეთილი. მარჯვენა ხელით სანქციების დაწესება, ხოლო მარცხენა ხელით რუსეთთან ახალი კონტრაქტების გაფორმება. ეს ნამდვილად მიუღებელია ომის დროს. ეს ფარისევლობაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ენერგეტიკიდან დღეში მილიარდ დოლარს შოულობს.

„თქვენ არ გჭირდებათ თამაში. თუ გესმით, რომ ენერგომატარებლის გარეშე არ შეგიძლიათ, მაშინ თქვით, რომ ორ თვეში შეძლებთ, შეთანხმდით. საჭირო არ არის ცალკეული ქვეყნებისთვის გამონაკლისის გაკეთება, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ. ეს არის ერთიანი ევროკავშირის, ეს არის ფრაზა „ევროკავშირის“ მნიშვნელობა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები