აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის, სავარაუდოდ, 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პაკეტს მოაწერს ხელს, რათა კიევს რუსეთის შეჭრის მოგერიებაში დაეხმაროს.
ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა „როიტერსთან“ საუბარში განაცხადეს.
მათივე ცნობით, უახლესი პაკეტი, სავარაუდოდ, უფრო მეტ საბრძოლო მასალას მოიცავს ისეთი სისტემებისთვის, როგორიცაა ჰაუბიცები.
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინას 3,4 მილიარდი დოლარის შეიარაღება მიაწოდა, მათ შორის ჰაუბიცები, „სტინგერის“ საზენიტო სისტემები, „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, „გოსთის“ ტიპის დრონები და საბრძოლო მასალები.