ჰავანაში, სასტუმრო სარატოგაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი კუბას პრეზიდენტზე, მიგელ დიას კანელზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტის ოფისის ცნობით, წინასწარი გამოძიებით, აფეთქება სავარაუდოდ, სასტუმროს შენობაში გაზის გაჟონვამ გამოიწვია.