უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონში მდებარე 5 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

მათივე ცნობით, საუბარია ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე.

„უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შედეგად კონტროლი აღდგა ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე“, – აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მტერი ბლოკავს ხარკოვის რეგიონის ცალკეულ შორეულ დასახლებებს, ახორციელებს სისტემატიური მაღალი ინტენსივობის დაბომბვას, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები არიან კონცენტრირებული.

ამასთან, უწყების ცნობით, ოკუპანტებმა შეტევა დაიწყეს ნოვაია დმიტროვკას დასახლების მიმართულებითაც, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები