„დიდი შვიდეულის“ ლიდერები 8 მაისს ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 8 მაისს მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის განცხადებით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ომის უახლეს მოვლენებსა და  უკრაინის გაძლიერების მცდელობებზე.

აღნიშნული შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართება, რომელსაც გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები