გერმანია უკრაინას შვიდ თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის

გერმანია უკრაინას შვიდ თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

გერმანიის ცნობით, აღნიშნული შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინელი სამხედროების წვრთნა გერმანიაში სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.

ამასთან, ბერლინი კიევს ჰაუბიცებისთვის საბრძოლო მასალის თავდაპირველ პაკეტსაც გადასცემს.

უკრაინის თხოვნა მძიმე იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მოსკოვმა კიევი ვერ აიღო და სამხედრო თავდასხმა უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები