ევროპარლამენტის პრეზიდენტი: დღეს ადამიანები: საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ევროპას იმედითა და კუთვნილების განცდით უყურებენ

დღეს ადამიანები უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ევროპას უყურებენ იმედით და კუთვნილების განცდით – მინდა ადამიანებს სჯეროდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჯეროდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„18 წლის წინ 1-ელ მაისს, მე, ვიდექი ვალეტაში და როგორც მთელი ქვეყანა გავყურებდი ზღვას. ჩვენ ვითვლიდით წუთებს და წამებს, ვიდრე 9 სახელმწიფოსთან ერთად მალტა ევროკავშირს, როგორც ახალი წევრი შეუერთდებოდა. ახლაც ვგრძნობ იმ უსაზღვრო შესაძლებლობების, იმედისა და მომავლის რწმენის გრძნობას. ეს იყო გრძნობა სახლში დაბრუნების, ხალხის გამარჯვება, შვება, ზეიმი ,რასაც მილიონი ადამიანი ევროპაში განიცდის. ევროპაში ომის ფონზე ეს სულისკვეთება, ენთუზიაზმი, მკაფიო მიმართულება მინდა ჩვენმა ევროპულმა პროექტმა აჩვენოს.

დღეს ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმედით და კუთვნილების განცდით. მე მინდა ადამიანებს სჯეროდეთ ისე, როგორც ჩვენ გვჯეროდა. ჩვენ ამისათვის უნდა გვესმოდეს, რომ მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს არ წარმოვადგენთ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ან როუმინგის გადასახადის გაუქმება.ჩემი თაობისთვის ევროპა არის კლიშე საერთო ოცნებაზე, ღირებულებებზე, მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩემი თაობისთვის ევროპა მომავალია.ევროპა ყოველთვის იყო მომავალი“, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები